×

18 დეკემბერი, 2021

მამუკა მდინარაძე - დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან „ქართული ოცნება" შერიგებას არ აპირებს და ეს მიდგომა არ გადაიხედება არასდროს

საქმეზე პარლამენტში არცერთი მათგანი არ შემოდის, აქციებს აანონსებენ, ყოველდღიურად მათი ტელევიზიები ათასგვარ სიბინძურეს აბრალებენ უამრავ ადამიანს და ამ ფონზე შერიგებაზე როცა ლაპარაკობენ, ეს არის მათი მხრიდან მხოლოდ პიარული სვლა, რომელიც ემსახურება ერთადერთს, რომ თითქოს ისინი არიან ძალიან დიდსულოვნები და აქეთ ვდგავართ ისინი, ვისაც თურმე ეროვნული შერიგება არ გვდომებია.

ისეთი მესიჯი დააჰედლაინეს - როგორ ეროვნული შერიგების წინააღმდეგი ხართ თქვენ? მაგრამ შეგნებულად ვიმეორებ: დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან შერიგებას არ ვაპირებთ და ამ ბოროტებას წარმოადგენენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, შეიძლება ყველა არა და ზოგიერთს შეიძლება გულში ან ტვინში გაკრა რაღაც კეთილშობილურმა იდეამ, მოინანია რაღაც დანაშაული. მოინანიონ, დანაშაულს თავის სახელი დაარქვან და მერე ვილაპარაკოთ არა შერიგებაზე, არამედ კონსტრუქციულობაზე და იმაზე, როგორ გავაგრძელოთ საქმის კეთება ხალხის საკეთილდღეოდ - მამუკა მდინარაძე.